Wednesday, November 14, 2018


თანადგომა ბავშვებს!
ჩვენ კლასში უკვე ერთი წელია სწავლობს სსსმ მოსწავლე ალი, ის მეტად თბილი და მოსიყვარულე ბავშვია, მაგრამ ჩვენთან შედარებით ალის აქვს განსხვავებული თვისებები, ჩვენ ყველა, მისი პედაგოგები და თანაკლასელები ვცდილობთ ალი წავახალისოთ, გამოვიჩინოთ ყურადღება, ჩავრთოთ საგაკვეთილო პროცესსა და თამაშებში, მივაღებინოთ მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში. ჩვენი მიზანიც ხომ სწორედ ეს არის „განათლება ყველას“.
მიუხედავად ჩემი 23 წლიანი  პედაგოგიური სტაჟისა, ჩემთვის მოულოდნელი, სირთულეებით სავსე და შრომატევადი იყო სსსმ მოსწავლესთან მუშაობა, ამავე დროს I კლასში მყავდა ოცდასამი მოსწავლე, აქედან ორი სსსმ მოსწავლე, თექვსმეტი აზერბაიჯანელი, რომელთაც ენობრივი ბარიერი ქონდათ, მეტიც, უმეტესობამ ქართული ენა არცკი   იცოდა.
            საბედნიეროდ დამიფასდა შრომა, თანაკლასელებს შორის ჩამოყალიბდა თბილი და მეგობრული დამოკიდებულება, ტოლერანტობა. თანაკლასელბი ეხმარებიან ერთმანეთს ტექსტის გაგება-გააზრებაში, ენობრივი ბარიერის დაძლევაში, როს შეგედაგაც ყველა მოსწავლეს ესმის და მეტყველებს  ქართულ ენაზე.
ჩემ მოსწავლეებს შორის ერთმანეთის მიმართ თბილმა დამოკიდებულებამ, თანადგომამ და ჩემი მათდამი სიყვარულმა გადამაწყვეტინა 2018 წლის სექტემბრიდან, უკვე მეორე კლასში, მე და ალის სპეციალურ პედაგოგს დაგვეწყო მუშაობა პროექტზე თანადგომა ბავშვებს! 
ჩვენი პროექტი გულისხმობს ჩართულობას ყველა საქმეში, ყველა მოსწავლე ერთად, სკოლაში თუ სკოლის გარეთ! მიუხედავად მათი განსაკუთრებული და განსხვავებული შესაძლებლობებისა. ჩვენ ვცდილობთ  შევიმუშაოთ ისეთი სასწავლო გეგმები და აქტივობები, რომლის მეშვეობითაც ჩართული იქნება ყველა მოსწავლე, მიუხედავად მისი სტატუსისა.
მე და ჩემმა კოლეგამ, ია მასწავლებელმა, სსსმ მოსწავლეების მხარდასაჭერად შევიმუშავეთ  პროექტის შემდეგი გეგმა:
ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვებს გამოუმუშავდეთ თანამშრომლობის, კომუნიკაციის უნარები.
1.       ჩვენ გვიყვარს ალი -  რუბრიკები.
2.       ჩვენ გვიყვარს თიკო-კედლის გაზეთი.
3.       ვხატავთ ერთად ნახატებს.
4.       ვაწყობთ და ვალამაზებთ რესურსოთახს.
5.       გასვლითი გაკვეთილება გვაქვს ბუნებაში, ერთად ვეცნობით გარემოს მშვენიერებებს.
6.       ერთად ვწერთ ჯადოსნურ სიტყვებს.
7.       ვცდილობს მივცეთ როლები,  ზეიმში მონაწილეობა მივაღებინოთ.
8.       მათთან ერთად დავდივართ თეატრში.


ამ პროექტის განხორციელებით სსსმ მოსწავლეებს დავეხმარებით
·         ინტერესების გაღვივებაში;
·         სურვილების შესრულებაში;
·         და მისწრაფებების მიღწევაში.
ამით მივაღწევთ თანამშრომლობითი უნარის გამომუშავებას.

კედლის გაზეთის დამზადება
ვხატავთ ნახატებს ალისა და თიკოსთვის, გამოვჭრით და ვაკრავთ კედლის გაზეთში, თან ვწერთ მათთან ერთად, ყველა ბავშვი ღებულობს მონაწილეობას.

ვამზადებთ ფანქრების ყუთს

ბავშვები გაკვეთილების შემდეგ რჩებიან სკოლაში, ხატავენ სხვადასხვა ნახატებს, ამზადებენ მუყაოს ყუთს ფანქრებისთვის.


No comments:

Post a Comment